მიქაუტაძემ შეუცვლელად პირველად ითამაშა, „აიაქსი“ თასიდან მოყვარულებთან გავარდა

0
56

გიორგი მიქაუტაძემ ამსტერდამის „აიაქსში“ გადასვლის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში მესამე თამაში ჩაატარა. ნიდერლანდების თასის 1/16-ფინალში „აიაქსი“ სტუმრად სამოყვარულო გუნდ „ჰერკულესს“ შეხვდა და 2:3 დამარცხდა, რის გამო ტურნირს გამოეთიშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ამსტერდამელთა შორის შეუცვლელად პირველად ითამაშა. მას გოლით ან აგოლე პასით თავი არ გამოუჩენია. „აიაქსი“ 66-ე წუთამდე 0:2 აგებდა, მაგრამ 89-ე წუთისთვის ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაიტანეს.
მიქაუტაძემ ზაფხულში „აიაქსში“ გადასვლის შემდეგ მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა და სასტარტოში 2-ჯერ მოხვდა. მას გოლი არ გაუტანია. გარვცელებული ინფორმაციით, ქართველი ფორვარდი იანვარში „აიაქსიდან“ წავა და იჯარით ფრანგულ „მეცში“ დაბრუნდება, რომლიდან ნიდერლანდურმა გრანდმა 16 მილიონ ევროდ შეიძინა.
ცნობისთვის, “აიაქსი” არსსებობის ისტორიაში პირველად თასიდან სამოყვარულო გუნდთან გავარდა. წელს ამსსტერდამელებმა უკვე მე-14 თამაში წააგეს. ამაზე ცუდი შედეგი 1964 წელს ჰქონდათ.
თურქეთი სუპერლიგის მე-17 ტურში “ჰათაისფორი” გასვლაზე “ანკარაგუჯუს” დაუზაავდა – 0:0. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ ითამაშა, რომელიც 75-ე წუთზე შეცვალეს. “ჰათაისსფორი” 19 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი