ელმასი კარიერას “ლაიფციგში” განაგრძობს

0
118

ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ელიფ ელმასი კარიერას “ლაიფციგში” განაგრძობს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთელის გერმანულ კლუბში 25 მილიონ ევროდ გაყიდბას დათანხმდა.
24 წლის ბალკანელი “ნაპოლიში” 2019 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 185 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მან მაკედონიის ნაკრებში 52-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი