“სამგურალს” მიხეილ აშვეთია გაწვრთნის

0
86

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე წყალტუბოს “სამგურალს” საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მიხეილ აშვეთია გაწვრთნის. ამის შესახებ წყალტუბოელთა პრესსამსახური იუწყება:
“უკრაინელ სპეციალისტს ოლეკსანდრ პოკლონსკის ,,სამგურალთან” კონტრაქტი დაუსრულდა და სამშობლოში დაბრუნდა. მადლობას ვუხდით მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში.
წყალტუბოს ,,სამგურალს” გუნდის სპორტული დირექტორი მიხეილ აშვეთია გაწვრთნის. 46 წლის სპეციალისტი პრო ლიცენზიის მფლობელია და საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილებაც აქვს. წლების წინ მუშაობდა ქუთაისის ,,ტორპედოს” მთავარ მწვრთნელად. 2021 წლიდან იყო ,,სამგურალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. გასულ წლიდან მუშაობს კლუბის სპორტულ დირექტორად. ვულოცავთ მას, ამ საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნას და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ”.
ლაშა თაბაგარი