ჰარი კეინმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა

0
60

ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჰარი კეინი გერმანიის ბუნდესლიგის რეკორდსმენია. მე-15 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „შტუტგარტი“ 3:0 დაამარცხა, ხოლო კეინმა დუბლი შეასრულა. მან მიმდინარე სეზონში გერმანიის ჩემპიონატში 20 გოლი გაიტანა, რისთისაც 14 მატჩი დასჭირდა. გარდა ამისა, ინგლისელმა 5 საგოლე პასი გააკეთა.
ბუნდესლიგის ისტორიაში 20 გოლი კეინზე სწრაფად არავის გაუტანია. ლეგენდარულ უვე ზეელერს ასეთი შედეგისთვის 21 თამაში დასჭირდა, ხოლო ნორვეგიელ ერლინგა ჰოლანდს – 22.
„ბაიერნმა“ კეინი მინდინარე სეზონის წინ 95 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ბავარიელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 20 თამაშში მეტოქის კარი 22-ჯერ აიღო და 8 საგოლე მიითვალა.
ლაშა თაბაგარი