ბრატისლავას “სლოვანი”, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია დ ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა გამოდიან, ზამთრის შესვენებაზე სლოვაკეთის უმაღლესი დივიზიონის ლიდერის რანგში წავიდა.
მე-18 ტურში “სლოვანი” შინ “დუნაისკა სტრედას” შეხვდა და მარკო ტოლიჩის დუბლით 2:1 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტოში არცერთი იყო – კანკავა თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო კაშია მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე. მოქმედი ჩემპიონი “სლოვანი”, რომელსაც ვლადიმირ ვაისი წვრთნის 12-გუნდიან ჩემპიონატში 45 ქულით პირველა ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ “ჟილინას” 7 ქულით ასწრებს. სლოვაკეთში საფეხბურთო სეზონი 2024 წლის 10 თებერვალს განახლდება.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-19 ტურში ოთარ კაკაბაძის “კრაკოვია” სტუმრად ვარშავის “ლეგიასთან” 0:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 31-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ექსტრაკლასა მომავალი წლის 10 თებერვალს განახლდება.
ლაშა თაბაგარი





