კვარაცხელია მერვედფინალში “ბარსელონას” შეხვდება

0
58

„ნაპოლი“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “ბარსელონას” დაუპირისპირდება. ეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდება უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/8-ფინალის ყველა წყვილის ჩამონათვალი ასეთია:
“პორტუ” – “არსენალი” (ლონდონი)
“ნაპოლი” – “ბარსელონა”
პსჟ – “რეალ სოსიედადი” (სან სებასტიანი)
“ინტერი” (მილანი) – “ატლეტიკო” (მადრიდი)
პსვ (ეინდჰოვენი) – “ბორუსია” (დორტმუნდი)
“ლაციო” (რომი) – “ბაიერნი” (მიუნხენი)
“ლაიფციგი” -“რეალი” (მადრიდი)
“კოპენჰაგენი” – “მანჩესტერ სიტი”
1/8-ფინალის პირველი შეხვედრები 13, 14, 20 და 28 თებერვალს ჩატარდება, ხოლო საპასუხო 5,6,12 და 13 მარტს. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2024 წლის 1 ივნისს ლონდონში „უემბლიზე“ შედგება. ჩემპიონთა თასის/ ჩემპიონთა ლიგის ფინალი “უემბლიზე” მერვედ ჩატარდება. უშუალოდ, ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება – მესამედ. ორივე ეს მაჩვენებლი სარეკორდოა.
კენჭისყრას უეფას გენერალური მდივნის ჯორჯო მარკეტისთან ერთად, ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “ჩელსის” ყოფილი კაპიტანი ჯონ ტერი გაუძღვა, რომელიც მომავალი ფინალის ელჩია.
ლაშა თაბაგარი