ავსტრიას ევროპის ჩემპიონატზე კაპიტანი დააკლდება

0
58

ავსტრიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი დავიდ ალაბა ევრო 2024-ს გამოტოვებს.
ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ „ვილიარეალი“ 4:1 დაამარცხა. მადრიდელთა მცველმა ალაბამ 35-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. 31 წლის ფეხბურთელს მარცხენა ფეხის მუხლის ჯვარედინი მყესი გაუწყდა და უახლოს პერიოდში ოპერაციას გაუკეთებენ. ის მომავალ წელს გერმანიაში გასამართ ერვოპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. მიმდინარე სეზონში ალაბამ „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირში 16-ჯერ ითამაშა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი