კაშია და კანკავა კონფერენს ლიგაში კიტეიშვილს დაუპირისპირდებიან

0
65

კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში გასასვლელ პლეი-ოფში ბრატისლავას “სლოვანი”, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა გამოდიან, გრაცის “შტურმს” შეხვდება, რომლის ღირსებას ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი იცავს. ეს დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა. გაგაცნობთ პლეი-ოფის ყველა წყვლს:
შტურმი (ავსტრია) – სლოვანი (სლოვაკეთი)
სერვეტი (შვეიცარია) -ლუდოგორეცი (ბულგარეთი)
უნიონ სენ-ჟილი (ბელგია) – აინტრახტი (გერმანია)
ბეტისი (ესპანეთი) – დინამო ზაგრები (ხორვატია)
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) – ფერენცვაროში (უნგრეთი)
აიაქსი (ნიდერლანდები) -ბოდო გლიმტი (ნორვეგია)
მიოლდე (ნორვეგია) – ლეგია (პოლონეთი)
მაკაბი ჰაიფა (ისრაელი)-გენტი (ბელგია)
პირველი მატჩები 15 თებერვალს, საპასუხო კი 22 თებერვალს გაიმართება. ფინალი 29 მაისს, ათენში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი