დონეცკის “შახტარი”, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელები გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკი აზაროვი იცავენ, ევროპა ლიგის 1/8-ფინალში გასასვლელ პლეი-ოფში საფრანგეთის “მარსელს” შეხვდება. აგდამის “ყარაბაღი”, სადაც ჩვენი ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ასპარეზობს, პორტუგალიის “ბრაგას” დაუპირისპირდება. ეს დღეს შვეიცრიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის მერე გაირკვა.
ფეიენოორდი (ნიდერლანდები) -რომა (იტალია)
მილანი (იტალია) – რენი (საფრანგეთი)
ლანსი (საფრანგეთი) – ფრაიბურგი (გერმანია)
იანგ ბოისი (შვეიცარია) – სპორტინგი (პორტუგალია)
ბენფიკა (პორტუგალია) – ტულუზი (საფრანგეთი)
ბრაგა (პორტუგალია) – ყარაბაღი (აზერბაიჯანი)
გალათასარაი (თურქეთი) – სპარტა (ჩეხეთი)
შახტარი (უკრაინა) – მარსელი (საფრანგეთი)
პირველი მატჩები 15 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 22 თებერვალს გაიმართება. ევროპალიგის ფინალი 22 მაისს, დუბლინში, “ავივა სთედიუმზე” ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





