საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლაშა დვალი გამოჯანმრთელდა და აპოელის შემადგენლობაში ითამაშა. ის ტრავმის გამო მიმდინარე წლის 7 ოქტომბრიდან უქმობდა.
კვიპროსის უმააღლესი დივიზიონის მე-15 ტურში აპოელმა სტუმრად „პაფოსი“ 1:0 დაამარცხა და დვალი თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ჩვენი ეროვნული გუნდის ფორვარდი გიორგი ქვილითაია სასტარტოში კაპიტნის სამკლავურით იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. გამარჯვებულებიდან ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე ჩებაკემ გაიტანა. აპოელი 35 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





