ესპანეთის ლიგა ენდესას მე-14 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „მანრესას“ დაუპირისპირდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 76:73 დაამარცხა. კანარელები უპირატესობას ფლობდნენ და ბოლო პერიოდი 7 ქულით რომ არ წაეგოთ, უფრო დამაჯერებლადაც მოიგებდნენ.
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გიორგი შერმადინმა 26 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„ტენერიფე“ 7 მოგებით და ამდენივე წაგებით სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 22 დეკემბერს, „სარაგოსას“ უმასპინძლებს.





