გრაცის „შტურმმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილია უეფას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა წაგებით დაამთავრა. ბოლო ტურში გრაცელები, რომელთაც ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც არ ჰქონდა სტუმრად ლისაბონის „სპორტინგს“ შეხვდნენ და 3 უპასუხო ბურთი გაუშვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სასტარტოში ითამაშა და 75-ე წუთზე შეცვალეს. პორტუგალიელებიდან 39-ე წუთზე ანგარიში გიოკერეშმა გახსნა, ხოლო მე-60 წუთზე გონსალო ინასიომ ავსტრიელების კარი მეორედ აიღო. მან 10 წუთში დუბლი შეასრულა და როგორც მოგვიანებით გაირკვა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „შტურმმა“ 4 ქულით D ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო „სპორტინგმა“ 11 ქულით მეორე. პირველ ადგილზე 14 ქულით ბერგამოს „ატალანტა“ გავიდა, რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად პოლონეთის „რაკუვი“ 4:0 დაამარცხა.
ლაშა თაბაგარი





