კაშიამ და კანკავამ ჯგუფური ეტაპი მარცხით დაასრულეს

0
54

ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა გამოდიან, უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი წაგებით დაასრულა.
A ჯგუფის ბოლო ტურში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი შინ სლოვენიის „ოლიმპიას“ შეხვდა და 1:2 წააგო. ორივე ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმრები მე-17 წუთზე პედრო ლუკასმა დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 27-ე წუთზე ბლეკმენმა გაიტანა. 54-ე წუთზე „სლოვანს“ მეკარე ბორიანი გაუძევეს. 58-ე წუთზე პედრო ლუკასმა დუბლი შეასრულა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
ბრატისლაველებმა 10 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და 2024 წლის გაზაფხულზე 1/8-ფინალში გასასვლელად ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამეადგილოსან გუნდთან პლეი-ოფში ითამაშებენ. „სლოვანის“ მეტოქე 18 დეკემბერს გასამაართ კენჭისყრაზე გაირკვევა.
ჯგუფში პირველი ადგილი ფრანგილმა „ლილმა“ დაიკავა, რომელმაც სახლში ფარერების „კლაკსვიკს“ 3:0 სძლია.
ლაშა თაბაგარი