გუგეშაშვილის გუნდი ევროპა ლიგაში გამოსვლას განაგრძობს

0
86

აგდამის „ყარაბაღმა“, სადაც ლუკა გუგეშაშვილი ირიცხება, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაძლია. H ჯგუფის ბოლო ტურში აზერბაიჯანულმა გუნდმ შვედეთის „ჰაკენი“ მიიღო და 2:1 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე განაცხადში იყო, მაგრამ ისევ არ უთამაშია.
მასპინძლები პირველ წუთზე ლეანდრო ანდრადემ დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე „ჰაკენის“ კარი ბენზიამ აიღო. სტუმრებიდან მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის კომპენსირებულ მე-4 წუთზე თავი აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ჰუსეინოვმა გამოიჩინა.
„ყარაბაღმა“ 10 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მომავალი წლის გაზაფხულზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსან შეხვდება, რთა 1/8-ფინალის საგზური მოიპოვოს. აგდამელთა მეტოქე ორშაბათს გასამართ კენჭისყრაზე გაირკვევა.
ლაშა თაბაგარი