შოთა არველაძე თურქეთის სუპერლიგაში იმუშავებს

0
66

შოთა არველაძე თურქეთის სუპერლიგის “ქარაგიუმრუქს” გაწვრთნის. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ინსტაგრამის გვერდი იუწყება, რომლის თანახმად “ქარაგიუმრუქმა” და ქართველმა სპეციალისტმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. თურქული მედიის ინფორმაციით, არველაძე კლუბთან კონტრაქტი გასაფორმებლად თურქეთში ხვალ ჩაფრინდება.
შოთა თურქეთში დაბრუნებამდე ინგლისის ჩემპიონშიფის “ჰალს” წვრთნიდა, რომლიდან შარშან 30 სექტემბერს დაითხოვეს. მისთვის თურქეთში მუსაობა უცხო არაა, რადგან თავის დროზე “ქაისერისფორს”, “ქასიმფაშას” და “ტრაბზონსფორს” ავარჯიშებდა, მაგრამ შედეგისთვისს არსად მიუღწევია. გარდა ამისა, ის თელავივის “მაკაბის” და ტაშკენტის “ფახთაქორს” თავკაცობდა.
“ქაეაგიუნრუქი” სუპერლიგაში ჩატარებული 15 ტურის შემდეგ 17 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
“ქარაგიუმრუქის” ერთ-ერთ აქციონერი არჩილ არველაძეა. ამ გუნდში რეზო არველაძის შვილი ვატო არველაძე გამოდიოდა 2020-2022 წლებში.
ლაშა თაბაგარი