“გრემიოს” თავდამსხმელი ლუის სუარესი 2023 წლის სეზონის ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელსს, რის შესახებ ნახსენები კლუბის პრესსამსახური იუწყება.
36 წლის თავდამსხმელს “ოქროს ბურთი” ურუგვაის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა დიეგო ლუგანომ გადასცა.
გასულ სეზონში, სუარესმა “გრემიოში” ჩატარებულ 33 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. გუნდმა სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა, ხოლო ჩემპიონი არსებობის ისტორიაში მეთორმეტედ “პალმეირასი” გახდა.
სურესს 31 დეკემბერს “გრემიოსთან” კონტრაქტი უმთავრდება. ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, ურუგვაის ნაკრების ფორვარდი კარიერას MLS ლიგის “ინტერ მაიამიში” განაგრძობს, სადაც “ბარსელონაში” მისი ყოფილი თანაგუნდელები ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი და ხორდი ალბა გამოდიან.
ლაშა თაბაგარი





