საქართველოს 17 წლამდე და 19 წლამდე ნაკრეებების მეტოქეები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში ცნობილია. დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში გამართუ კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრები მე-6 ჯგუფში თურქეთს, სერბეთს და დანიას დაუპირისპირდება. ჯგუფს საქართველო უმასპინძლებს და მატჩები 20-დან 26 მარტის ჩათვლით ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფების გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი მოხვდებიან.
19-წლამდელები, რომელთავ ვასილ მაისურაძე ავარჯიშებს მე-5 ჯგუფში შოტლანდიასთან, ჩეხეთტან და იტალიასთან ითამაშებენ. ჯგუფის მასპინძელია იტალიაა და შეხვედრები 20-დან 26 მარტის ჩათვლით გაიმართება. ფინალურ ეტაპზე ჯგუფში პირვე ადგილზე გასული ნაკრებები ითამაშებენ.

ლაშა თაბაგარი




