გაბრიელ სიგუამ შვეიცარიის ჩემპიონატში მიღებული წითელი ბარათის გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და ითამაშა. სუპერლიგის მე-5 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში „ბაზელი“ სტუმრად „ლუგანოს“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 18 წლის ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. „ბაზელი“ 15 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში მოასპარეზე „ლევანტე“ ესპანეთის თასს გამოეთიშა. გიორგი ქოჩორაშვილის გუნდი შინ „ამორებიეტას“ დაუპირისპირდა და 0:1 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თადარიგში იყო და არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი





