„თელავი“, რომელიც კრისტალბეთ ერივნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ცდოლობს პლეი-აუტის პირველი მატჩი სტუმრად კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ თბილისის „სპაერთან“ ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა.
მატჩის 36-ე წუთზე თავის საჯარიმოში სტუმართა მცველების ცუდი თამაშით საბა გეგიაძემ ისარგებლა, რომელსაც ბურთი მეტოქის ფეხიდან მიუვიდა და ანგარიში გახსნა.
61-ე წუთზე სტუმართა შეტევი დროს, მოწინააღმდეგის ნახევარზე მყოფმა პარკინაშვილმა მარცხენა ფლანგიდან სპაერის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბურთს ბაშალეიშვილი დაეუფლა, რომლის პასის მერე, თელაველთა საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი რუხაძემ ერთი შეხებით გაიტანა.
ამ გუნდებს შორის საპაუხო მატჩი „თელავში“ 10 დეკემბერს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





