„სამტრედიამ“ ლიგაში დარჩენა ფაქტობრივად გაინაღდა

0
58

„სამტრედიამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გამართულ პლეი-აუტის პირველ შეხვედრაში კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის საგარეჯოს „გარეჯი“ მიიღო და 4:1 სძლია.
მასპინძლებიდან მე-6 წუთზე ანგარიში ალექსანდერ მიშოვმა გახსნა, ხოლო 25-ე წუთზე სტრაჰინია პავიშიჩმა მეტოქის კარი მეორედ აიღო. 38-ე წუთზე სამტრედიელებიდან თავი თორნიკე ახვლედიანმა გამოიჩინა, რომელსაც ხუთ წუთში მხარი კარგად აუბა ზვიად ნაჭყებიამ. „გარეჯიდან“ ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე პენალტიდან ხარებაშვილმა გაიტანა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 10 დეკემბერს საგარეჯოში შედგება.
ლაშა თაბაგარი