„საბურთალომ“ თასი მესამედ მოიგო, ჩემპიონი „ოქროს დუბლს“ ვერ შეწვდა

0
79

თბილისის „საბურთალომ“ არსებობის ისტორიაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მესამედ მოიგო. ცივ და წვიმიან ამინდში გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა გუნდი მოქმედ ჩემპიონ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში დამახურებულად გაიმარჯვა. საბურთალოელები ორი ტაიმი განმავლობაში მეტოქე უფრო სახიფათოდ უტევდა და შედეგიც სამართლიანი. „საბურთალოს“ თასზე ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს – ფინალში სამჯერ გავიდა და არცერთხელ დამარცხებულა. თბილისელებმა თასი პირველად 2019 წელს გია ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მოიპოვეს, ხოლო მეორედ 2021 წელს – ლევან კორღალიძის. თასზე გამარჯვებათა რაოდენობით „საბურთალო“ თანაქალაქელ „ლოკომოტივს“ გაუტოლდა – რეკორდსმენია თბილისის „დინამოა“ (13), მეორე ადგილზე კი ქუთაისის „ტორპედო“ (5). მიქაძე თავის სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტულს დაეუფლა.
„საბურთალომ“ მეტოქეს თავიდანვე აქტიურად შეუტია და მე-2 წუთზე მარცხნიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი იური ტაბატაძი დარტყმული ბურთი როინ კვახვაძემ ფეხით მოიგერია, ხოლო შოთა ნონიკაშვილის დამატებულმა მიზანს ვერ მიაღწია. ცოტა ხანში, მარცხენა ფლანგიდან თითქმის კუთხურის ხაზიდან მალელმა ლეგიონერმა შეიკნე სილამ ჩააწოდა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. ამის შემდეგ იური ტაბატაძე და პაატა ღუდუშაური შელაპარაკდნენ, მაგრამ ორივე მალე დააშოშმინეს.
ტაიმის შუაწელში ლევან ხარაბაძემ მარცხენა ფლანგიდან კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ბურთი „ჩააბარა“ გიზო მამაგეიშვილს, რომლის კარგი გადაცემის შემდეგ კვასხვაძესთან პირისპირს გასულმა შეიკნე სილამ ანგარიშის გახსნის ასპროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, თბილისელთა კონტრშეტევის დროს გიზო მამაგეიშვილი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ააცილა, შესვენებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ საჯარიმოს მისადგომებიდან შოთა ნონიკაშვილის დარტყმული ბურთი კარს გადაცდა. ამის საპასუხოდ ღუდუშაურმა საჯარიმოს ახლოდან, მაგრამ მახვილი კუთხიდან „ჯარიმა“ დაარტყა და ლაზარე კუპატაძემ ბურთი მოიგერია.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთზე იური ტაბატაძემ დაახლოებით 22 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და კვსხვაძემ ბურთი ხელებში მეორე ცდაზე დააფიქსირა. 66-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ერთ წუთში ბათუმელთა იერიშის დროს, გიორგი ზარიამ კარგი პასით ხელსაყრელ პოზიციაზე ღუდუშაური გაიყვანა, რომელსაც გატანა შეეძლო, მაგრამ კუპატაძემ ბურთი მოიგერია.
78-ე წუთზე ზარიას დარტყმული „საბურთალოს“ მცველმა დაბრლოკა და ბურთი შეიკნე სილასს მიუვიდა, რომელმა თავისი ნახევრიდან მეტოქის საჯარიმომდე ირბინა, მაგრამ კარში ირაკლი ბიძინაშვილმა არ დაარტყმევინა, რომელიც ფეხებში ჩაუვარდა. 85-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილი მამუჩაშვილს ეუხეშა, რომელიც დაეცა, მაგრამ გიორგი ჯინჯოლავამ მიიჩნია, რომ ბათუმელმა ისიმულიანტა. ამაზე მამუჩაშვილი აღშფოთდა და ჯინჯოლავას თავი თავზე მიადო – მხარეების გაშველება იოლი არ აღმოჩნდა. ნონიკაშვილი დაშავდა და მოედანი დატოვა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მეორე წუთზე ლუკა სილაგაძემ შორი მანძილიდან „ჯარიმა“ დაარტყა და კვასხვაძემ არადამჯერებლად ითამაშა, რის გამო, ბურთმა პირიქითა ხაზი გადაკვეთა,. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, „დინამოს“ საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა გიორგი ჩადუნელმა მოიგო, ხოლო კართან ახლოს მყოფმა სიხარულიძემ თავით გამარჯვების გოლი გაიტანა – 1:0.
ხუთ წუთში მარჯვენა ფლანგიდან წიტაიშვილის ჩაწოდების მერე, მათე ვაწაძემ თავით ბურთს მიმართულება შეუცვალა და კუპატაძემ „საბურთალო“ აშკარა გოლისგან გადაარჩინა. ყველაფერი კი იმით გაგრძელდა, რომ გიორგი ჯგერენაის პასის მერე სიხარულიძე მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა ფეხებში მამუჩაშვილი ჩაუვარდა და არ დაარტყმევინა. დამატებულ მე-8 წუთზე ფაცაცია „საბურთალოს“ საჯარიმოში ჯგერენიას გაცდა, ოთარ მამაგეიშვილი კი შეეცადა უკნიდან მისთვის ბურთი წაერთვა – დინამოელთა ნახევარმცველმა დარტყმა მოასწრო, მაგრამ წაიქცა. ბათუმელები პენელტს ითხოვდნენ, განსაკუთრებით ღუდუშაური აქტიურობდა, რისთვის გააძევეს. თუმცა არბიტრმა გიორგი კიკაჩეიშვილმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენთან არ გადაამოწმა და კუთხური დანიშნა.
საბოლოოდ, ანგარიში არ შეცვლილა და „საბურთალო“ მომავალ სეზონში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ბათუმის „დინამო“ კი „ოქროს დუბლსს“ ვერ შეწვდა.
თამაშის დროს მამაუჩაშვილსა და ჯინჯოლავას შორის დაწყებული საქმის გარჩევა, მსაჯის საფინალო სასტვენის მერე გაგრძელდა და გუნდურ ჩხუბში გადაიზარდა, რომელიც კარგა ხანი გაგრძელდა და ტრიბუნებზეც ატყდა ცემა-ტყეპა. ამას მოედანზე მოზარდი მაყურებლების შეჭრაც დაერთო. პარალელურად „დინამოს“ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები კიკაჩეიშვილს გარს შემოერტყნენ და ახსნა-განმარტებას არდანიშნული პენალტის გამო თხოვდნენ. როცა ვნებები ჩაცხრა, „საბურთალოს“ თასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა.„საბურთალო“ (თბილისი) – „დინამო“ (ბათუმი) 1:0 (0:0)
6 დეკემბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
საბურთალო“: კუპატაძე, ჯგერენაია, ჯინჯოლავა, შოთა ნონიკაშვილი (სიხარულიძე, 90+3), ტაბატაძე (კ) (ლევან ნონიკაშვილი, 77), კოხრეიძე (სილაგაძე, 62), გიზო მამაგეიშვილი, ჩადუნელი, კაპანაძე, ოთარ მამაგეიშვილი, შეიკნე სილა (კომახიძე, 90+1).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.
„დინამო“ (ბთ.): კვასხვაძე, კობახიძე (კ), მოსიაშვილი (ტეიდი, 46), ზარია (ვაწაძე, 90+6), ხარაბაძე, წიტაიშვილი, მამაუჩაშვილი, ბიძინაშვილი (ფაცაცია, 88), ბალიჩი, ღუდუშაური, ფლამარიონი,.
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო.
გოლი: 1:0 სიხარულიძე (90+2).
გაფრთხილება: მოსიაშვილი (28), ბიძინაშვილი (54), ჩადუნელი (67), წიტაიშვილი (81), მამუჩაშვილი (87), ჯინჯოლავა (87), ხარაბაძე (89), კუპატაძე (90+6), ბალიჩი (90+10).
გაძევება: ღუდუშაური (90+8).
მთავარი მსაჯი: გ, კიკაჩეიშვილი.