ვაკო ყაზაიშვილი „ულსანში“ გატარებული სამი სეზონის შემდეგ, მიმდინარე წლის ბოლოს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. მან ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელებს შეატყობინა და ქომაგებსაც დაემშვიდობა. „ულსანი“ წელს ბოლო შეხვედრას 12 დეკემბერს აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „კავასაკი ფრონტალესთან“ ჩაატარებს.
30 წლის ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეულ კლუბში ყველა ტურნირში ჩატარებულ 131 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან სამხრეთ კორეის პირველობა ზედიზედ ორჯერ მოიგო. ეს წელი მისთვის ყველაზე შედეგიანი იყო, რადგან სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი
მთავარი ნიუსი ყაზაიშვილი „ულსანიდან“ მიდის