დავითაშვილი სატარტოს მიღმა დატოვეს – „ბორდო“ გასავარდნ ზონაშია

0
15

ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-17 ტურში „ბორდოს“ სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ჟირონდელები სტუმრად სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ „კევი რუანს“ დაუპირისპირდნენ და ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგეს – 2:3.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 0:3 მარცხდებოდა. „ბორდოს“ 57-ე წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს და ამის მიუხედავად, მატჩის მიწურულს ორი გოლი მაინც გაიტანა. „ბორდო“, რომელიც გასულ სეზონში ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძოდა, ამჟამად გასავარდნ ზონაშია – 18 ქულით 20 გუნდში მეჩვიდმეტეა.
ლაშა თაბაგარი