“პერსპოლისი”, რომელშიც გიორგი გველესიანი გამოდის, აზიის ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. E ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ირანული გუნდი კატარის “ალ დუჰაილს” დაუპირისპირდა და 1:2 წააგო.
მასპინძლებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი მე-9 წუთზე გაიტანეს. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა გველესიანმა 81-ე წუთზე პენალტი შეასრულა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. ამ ეპიზოდიდან ორ წუთში ოლუნგამ შეტევის მარჯვენა ფლანგზე გველესიანს ფიზიკურ ორთაბრძოლაში აჯობა და საჯარიმოში შესულმა სტუმრები დააწინაურა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და “ალ დუჰაილი” შინ გამარჯვებული დაბრუნდა.
“პერსეპოლისმა” ჯგუფში 8 ქულა დააგროვა და რაც საუკეთესო მეორეადგილოსანის სტატუსით პლეი-ოფში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ლაშა თაბაგარი
მთავარი ნიუსი გველესიანმა პენალტი ვერ გამოიყენა- “პერსპოლისი” ჯგუფში ჩარჩა