ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი აღიარება

0
71

იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ (AIC) 2023 წლის საუკეთესოები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინა – წლის კლუბი, მოთამაშე, მწვრთნელი, გოლი, სიმბოლური ნაკრები. ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთხელ აღიარეს – ამჯერად, ჩვენმა ვარსკვლავმა წლის გოლის ნომინაციაში გაიმარჯვა. საუკეთესოდ დასახელდა ბერგამოს “ატალანტასთან” მატჩში მის მიერ შექმნილი საფეხბურთო შედევრი – ერთმანეთის მიყოლებით მოტყუებული მცველები და ზუსტი დარტყმა “ცხრიანში”!
კვარაცხელიას პრიზი იტალიის ნაკრებისა და “ნაპოლის” ყოფილმა ფორვარდმა ფაბიო კვალიარელამ გადასცა. ცხადია, ხვიჩა დასახელდა სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც, ხოლო იტალიის ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი აღიარეს წლის მწვრთნელად.
ცხადია, ხვიჩა დასახელდა სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც, ხოლო ლუჩანო სპალეტი აღიარეს წლის მწვრთნელად.
ხვიჩას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ჯილდო 1968 წელს დაწესდა და ისეთ ვარსკვლავებს მოუგიათ, როგორებიც არიან კრიშტიანუ რონალდო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ანდრეა პირლო, ჯანლუიჯი ბუფონი.
სეზონის სიმბოლური ნაკრები 4-3-3 სისტემით ასე გამოიყურება: მაიკ მენიანი (მილანი) – ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), მინ ჯე კიმი (ნაპოლი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), თეო ერნანდესი (მილანი) – სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ნიკოლო ბარელა (ინტერი) – ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), რაფაელ ლეაო (მილანი).