არაბიძე მეოთხე წრის საუკეთესო მოთამაშეა, სტივ კინი საუკეთესო მწვრთნელი

0
37

კრისტალბეეთ ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო მოთამაშე ქუთასის “ტორპედოს” გარემარბი გიორგი არაბიძე გახდა, ხოლო მწვრთნელი იმავე გუნდის შოტლანდიელი დამრიგებელი სტივ კინი. ამის შესახებ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
არაბიძემ მეოთხე წრეში ჩატარებულ 9 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მან საქართველოს ჩემპიონატში თავი 14-ჯერ გამოიჩინა და “ტორპედოს” საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
კინის ხელმძღვანელობით ქუთაისელებმა მეოთხე წრეში 6 მატჩი მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს – 25 გოლი გაიტანეს და 6 გაუშვეს. “ტორპედომ” ჩემპიონატი მესამედ ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
მეოთხე წრისს სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: ფილიპ კლიაიჩი („ტორპედო“).
მცველები: გიორგი მაისურაძე („დინამო თბილისი“), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“), ნიკა სანდოხაძე („ტორპედო“), ლაშა შერგელაშვილი („ტორპედო“).
ნახევარმცველები: გიორგი არაბიძე („ტორპედო“), მერაბ გიგაური („ტორპედო“), გიორგი ხარაიშვილი („დინამო თბილისი“).
თავდამსხმელები: პაატა ღუდუშაური (ბათუმის „დინამო“), ალეკსანდრ მიშოვი („სამტრედია“), უსმანე კამარა („დინამო თბილისი“).
ლაშა თაბაგარი