ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაში და 1/8-ფინალი

0
23

ჯაბა ჯიღაურმა კარიერაში აზიის ჩემპიონთა ლიგაში თავისი პირველი დუბლი შეასრულა და უზბეკეთის „ნასაფს“ 1/8-ფინალში გასვლაში ძალიან დაეხმარა. B ჯგუფის ბოლო მატჩში „ნასაფი“ სტუმრად უშუალო კონკურენტ კატარის „ალ სადს“ დაუპირისპირდა და სასურველ შედეგს მიაღწია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა. 83-ე სტუმრების შეტევის დროს ნასრულაიევმა ზუსტი პასი გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ჯიღაურს, რომელმც თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ქართველმა ფეხბურთელმა გოლის გატანა მაისურის გახდით აღნიშნა, რის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. 90-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ამონოცოის პასის მერე მასპინძლების კარის წინ მარტო მყოფმა ჯიღაურმა ერთი შეხებით დუბლი მიითვალა. „ალ სადმა“ მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე „ნასაფს“ მეორედ გაუტანა და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს. „ნასაფმა“ 11 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა.
ლაშა თაბაგარი