ფაბრიციო რომანო: “ჩელსის” კვარაცხელია არ სურს რადგან მუდრიკი ჰყავს”

0
101

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს განცხადებით, ლონდონის “ჩელსი” ხვიჩა კვარაცხელიას ან რომელიმე მარცხენა გარემარბის შეძენას არ გეგმავს. ამის მიზეზი ისაა, რომ კლუბის ხელმძღვანელებს უკრაინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მიხაილ მუდრიკის ეიმედება. “ჩელსიმ” მუდრიკი გასული სეზონის წინ 100 მილიონ ევროდ დონეცკის “შახტარიდან” შეიძინა.
სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა კვარაცხელიამ ამ სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 18 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. კვრაცხელია 15 გოლით საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილს ალექსანდრე იაშვილთან გაუწია.
ლაშა თაბაგარი