„ბარელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
„არ ვგრძნობ, რომ თანამდებობაზე ჩემი ყოფნა ოდესმე საფრთხის ქვეშ ყოფილიყო. ბედნიერი ვარ და როგორც კლუბის პრეზიდენტი, ასევე სპორტული დირექტორი დეკუ მენდობიან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სეზონი ძალიან კაარგი იქნება. გუნდი გასულ სეზონთან შედარებით უფრო ცუდად თამაშობს და ამიტომ, მოსალოდნელ შედეგს ვერ ვაჩვენებთ. უფრო სტაბილურები უნდა ვიყოთ. ბევრი რამაა გასაუმჯობესებელი და შედეგიც ასე მოვა“ – ციტირებს Marca ხავიხ, რომლის გაწვრთნილმა გუნდმა მე-15 ტურის ცენტრალურ მატჩში შინ მადრიდის „ატლეტიკო“ 1:0 დაამარცხა.
კატალონიელები 34 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე არიან – ლიდერი მადრიდის „რეალია“, ხოლო მეორე ადგილზე „ჟირონაა“.
ლაშა თაბაგარი





