უეფას პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინს მიაჩნია, რომ გასული წლის ზამთარში კატარში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთის განვითარებას არ წაადგა.
„ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: ზამთრის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთს არ წაადგა. არასწორი იქნება ასეთი სცენარის შესაძლო გამეორების განხილვა, რადგან ამით შეჯიბრებების და ეროვნული ლიგის გადატვირთვას იწვევს“ – იუწყება ჩეფერინის ნათქვამს Kicker-ი.
მსოფლიო 22-ე ჩემპიონატი კატარში 2022 წლის 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. მუნდიალი არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში საფრანგეთის პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა (ძირითადი და დამატებითი დრო 3:3 დასრულდა).
ლაშა თაბაგარი





