საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევრო 2024-ზე მოხვედრის შემთხვევაში ცნობილია

0
68

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შემთხვევაში F ჯგუფში ითამაშებს.
დღეს, ჰამბურგში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ჯგუფში თურქეთს, პორტუგალიას და ჩეხეთს დაუპირისპირდება. ჩვენი ეროვნული გუნდი თავის მატჩებს დორტმინდში, ჰამბურგში და გელზენკირხენში ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრები მომავალი წლის მარტში ევრო 2024-ზე მოსახვედრი პლეი-ოფის ნახევარფინალში თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ლუქსემბურგს შეხვდება, ხოლო ფინალში გასვლის შემთხვევაში იმავე არენაზე საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილში გამარჯვებულთან ითამაშებს.
ევროპის ჩემპიონატი მომავალ წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ფინალი 14 ივლისს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე შედგება.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი
ჯგუფი
გერმანია, შოტლანდია, უნგრეთი, შვეიცარია
B ჯგუფი
ესპანეთი, ხორვატია, იტალია, ალბანეთი
C ჯგუფი
სლოვენია, დანია, სერბეთი, ინგლისი
D ჯგუფი
A ლიგის პლეი-ოფის გამარჯვებული, ნიდერლანდები, ავსტრია, საფრანგეთი
E ჯგუფი
ბელგია, სლოვაკეთი, რუმინეთი, B ლიგის პლეი-ოფის გამარჯვებული
F ჯგუფი
თურქეთი, C ლიგის პლეი-ოფის გამარჯვებული, პორტუგალია. ჩეხეთი
თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო ნაკრები, ასევე 6 მესამეადგილოსნიდან 4 საუკეთესო მერვედფინალში გავლენ.
ლაშა თაბაგარი