მამარდაშვილის მარცხი ლა ლიგის ერთ-ერთ ლიდერთან

0
49

„ვალენსია“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურში სტუმრად სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფ „ჟირონასთან“ მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა – ბოლო წუთზე მამარდაშვილმა მასთან პირისპირ დარჩენილ დოვბიკს რთული ბურთი აუღო, მაგრამ მოგვიანებით მსაჯმა უკრაინელ ფორვარდზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ალეიშ გარსია სახიფათო დარტყმის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ნახტომში ბურთი მოიგერია. გარდა ამისა, მამარდაშვილმა ახლო მანძილიდან დავიდ ლოპესის თავური მოიგერია.
56-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა თანაგუნდელმა პასი ცენტრში მდგომ დავიდ ლოპესს მისცა, რომელმაც რატომღაც გაატარა ბურთი, რომელსაც უგო დურო დაეუფლა და ისე ირბინა, რომ ლოპესი ვეღარ დაეწია, ხოლო მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიში გახსნა – 0:1.
„ვალენსიას“ ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ფულკიემ ორი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამიიყენა – პირველ ჯერზე მეკარემ აუღო, ხოლო შემდეგ კარის ახლოდან ცუდად დაარტყა.
82-ე წუთზე კოუტუ მარჯვენა ფრთაზე მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს ერთ მცველს გაცდა და შორეულ ძელთან გააკეეთა პასი, სადაც ვეტერანმა ურუგვაელმა ფორვარდმა სტუანიმ მოსკერას დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. ალბათ, ამ ეპიზოდში მამადაშვილსაც უკეთესად გარჯა მართებდა, მაგრამ გამოსვლაზე თამაში ჯერეჯრობით მისი ყველაზე ძლიერი მხრე არაა.
88-ე წუთზე კოუტუმ მარჯვენა ფრთიდან „ვალენსიას“ საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა და სტუანიმ მას მერე რაც მოსკერას დაასწრო მასპინძლები დააწინაურა. საბოლოოდ, ეს გოლი სამი ქულის მომტანი აღმოჩნდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე „ვალენსიას“ კარი სავიომ აიღო, მაგრამ თამაშგარის გამო გოლი არ ჩაითვალა.  ვალენსიელები 19 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი