ბათუმის „დინამომ“, რომელსააც წელს დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი საჩემპიონო ფარი მეორედ ჩაიბარა. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს შეგირდებმა 36-ე ტურში ქუთასისის „ტორპედოს“ უმასპინძლეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ეს შედეგი ხელს აძლევდა შოტლანდიელი სტივ კინის დამოძღვრილ რიონისპირელებს, რომელთავ მე-3 ადგილი დაიკავეს და გაისად კონფერენს ლიგაში ზედიზედ მეორედ ითამაშებენ. დემჩენკომ თამაში დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვა.
მატჩის მე-6 წუთზე ქუთაისელმა ფეხბურთელმა თავის ნახევარზე მარცხენა ფლანგზე ბურთი დაკრგა და გიორგი ზარიამ საჯარიმოში ჯოვინო ფლამარიონი მოძებნა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0. ბრაზილიელმა ამ სეზონში ჩემპიონატშსი მე-18 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს, მე-16 წუთზე ზარიამ მარჯვენა ფლანგიდაან კუთხური ჩააწოდა და მამუკა კობახიძის თავურის შემდეგ „ტორპედოს“ მეკარემ ხელებში ვერ შეიმაგრა ბურთი, რომელიც კარში აღმოჩნდა – 2:0. მე-19 წუთზე კობახიძემ კარიდან ცუდად დაუბრუნა ბურთი კარიდან წინ გამოსულ როინ კვასხვაძეს, რომელსაც გიორგი არაბიძემ დაასწრო და მასპინძლების მეკარემ სტუმართა ფეხბურთელი წააქცია. მთავარმა მსაჯმა გიორგი ავაზაშვილმა პენალტი დანიშნა, რომელიც არაბიძემ შეასრულა, მაგრამ კვასხვაძემ ნახტომში ბურთი მოიგერია, თუმცა არაბიძემ ზუსტად დაამატა – 1:2, 64-ე წუთზე გიული მანჯგალაძემ ბათუმელთა ნახევარზე გადაცემა ჩაჭრა და პასი ლაშა შერგელაშვილს გაუკეთა, რომელმაც თითქმის საჯარიმოს ხაზიდაან „ცხრიანში“ გაიტანა – 2:2. დარჩენილ დროი მეტი გოლი არ გასულა. თამაშის დასრულების მერე ბათუმელი გულშემატკივრები მოედანზე შევიდნენ და ამის გამო დაჯილდოვების ცერემონიის დაწყება დაგვიანდა. ბათუმელებს „ოქროს დუბლის“ შეასრულების შანსი აქვთ, რადგან 6 დეკემბერს საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალში თბილისის „საბურთალოს“ შეხვდება.
დინამო ბთ 2:2 ტორპედო
არგენტინელი ევერ დემალდეს წინამძღოლობით გორის „დილამ“ „თელავს“ უმასპინძლა და 3:2 აჯობა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო თელაველები 50-ე წუთზე იმედა აშორტიამ დააწინაურა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. 64-ე წუთზე გორელთა უკრაინელმა ფორვარდმა მიკოლა კოვტალიუკმა ბრაზილიელი ვანდერსონ სილვას გადაცემა გამოიყენა და საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1. 72-ე წუთზე კოვტალიუკის პასით თავი მიშიკო სარდალიშვილმა გამოიჩინა. 88-ე წუთზე წერტილი ბანტუ მზაკვალმა დასვა – 3:2. „დილა“ ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა და თუ ბათუმის „დინამო“ თასს მოიგებს, მაშინ გაისად ზედიზედ მესამედ კონფერენს ლიგაში იასპარეზებს. „თელავი“ პლეი-აუტში „გარეჯს“ შეხვდება.
დილა 3:1 თელავი
ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვკის დამოძღვრილმა „სამტრედიამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო, რომელსაც უკრაინელი ოლექანდრ პოკლონსკი ავარჯიშებს და 2:3 წააგო.
მე-10 წუთზე გივი იოსელიანის გადაცემის შემდეგ მასპინძლებიდან თავი თორნიკე ახვლედიანმა გამოიჩინა, რომელმაც 39-ე წუთზე დუბლი შეასრულა და ამჯერად ასისტენტობა დავით კირკიტაძემ გაუწია. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ნოდარ ლომინაძემ ანგარიშში სხვაობა შეამცირა – 1:2. მას 51-ე წუთზე გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა. თუმცა, ლომინაძემ, რომელმაც კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, 55-ე წუთზე დემურ ჩიხლაძის პასით ისარგებლა და ზუსტად დაარტყა – 2:2. 68-ე წუთზე „სამგურალი“ ჰაიტელმა ლეგიონერმა შარბელ გომესმა დააწინაურა, რომელსაც თედო კიკაბიძემ უპასა. „სამგურალი“ მე-5 ადგილზე გავიდა, ხოლო „სამტრედია“ პლეი-აუტში „გარეჯს“ ეთამაშება.
სამტრედია 2:3 სამგურალი
გიორგი ონიანის გაწვრთნილმა „გაგრა“ ლიგიდან კარგა ხნის გავარდნილ რევაზ ძოძუაშვილის „შუქურას“ დაუხვდა და 9:0 გაანადგურა. „გაგრაში“ 7 გოლი ზურაბ მუსელიანმა გაიტანა, რომელიც მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი მოთამაშეა, ვინც მსგავსი შედეგი აჩვენა. მან „შუქურას“ კარი მე-4, მე-11, მე-17, მე-19, 44-ე, 52-ე და 84-ე წუთზე აიღო. თითო გოლი ხომუტოვმა და აროშიძემ გაიტანეს – 65-ე და 88-ე წუთზე. „გაგრამ“ ამ გამარჯვების წყალობით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. „შუქურამ“ 0:9 ზედიზედ მესამე თამაში წააგო, რაც ქართული ფეხბურთის ელიტაში მანამდე არ მომხდარა.
შუქურა 0:9 გაგრა
თბილისის “დინამომ” სტუმრად თანაქალაქელი “საბურთალო” 3:0 დაამარცხა. ჯერ დავით სხირტლაძემ გამოიყენა გიორგი ხარაიშვილის პასი, მერე მრავალსვლიანი კომბინაცია დავით კობოურის პასის შემდეგ გოლით დაასრულა ზორან მარუშიჩმა, ხოლო ბოლო წუთზე ნიკა სიხარულაშვილის პასით ნიკოლოზ უგრეხელიძემ გაიტანა. ეს უგრეხელიძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
საბურთალო 0:3 დინამო თბ
განვლილ სეზონს სამი თანაბომბარდირი ჰყავს: ჯოვინო ფლამარიონი, ზორან მარუიჩია და ზურაბ მუსელიანი – თითოეულმა 17 გოლი გაიტან.
ლაშა თაბაგარი





