ფოთის „კოლხეთი“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

0
88

ფოთის „კოლხეთი“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გადამწყვეტ შეხვედრაში დავით კვირველიას თავკაცობით ფოთელები სტმრად უშუალო კონკურენტ საგარეჯოს „გარეჯს“ შეხდნენ და ქულა აიღეს, რაც ელიტაში გადასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. მატჩამდე „კოლხეთს“ 76 ქულა ჰქონდა, როლოც „გარეჯს“ – 75.
განვლილ შეხვედრაში ანგარიში დათა სიჭინავამ მე-15 წუთზე საჯარიმო დარტყმიდან გახსნა. ის 16 გოლით ფოთელთა საუკეთესო ბომბარიდირია. 97-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი გიორგი პაპუაშვილმა გამოიჩინა. უკრაინელი დენის ხომუტოვის გაწვრთნილი „გარეჯი“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში დასაწინაურებლად პლეი-ოფში „სამტრედიას“ შეხვდება.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მე-3 ადგილზე გასული პლეი-აუტში „თელავს“ შეხვდება.
ლაშა თაბაგარი