„მანჩესტერ იტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ ლონდონის „ტოტენჰემის“ თავაკცის ანგელოს პოსტეკოღლუს მსგავსი ადამიანები ფეხბურთს აუმჯობესებენ.
„ვფიქრობ, რომ ისეთი ადამიანები ფეხბურთს აუმჯობესებენ. როგორც მწვრთნელს ძალიან მომწონს მისი მიდგომა გუნდისადმი, რომელიც საკმაოდ ეფექტურია. „ტოტენჰემი“ ყოველთვის ახლოსაა გამარჯვებასთან, იმ მატჩებშიც კი, რომელიც ვერ მოიგო. ძალიან შთამბეჭდავ თუ რამდენ საგოლე მომენტს ქმნიან ამ გუნდის ფეხბურთელები და რამდენად აგრესიულები არიან ყველა ასპექტში. ჩვენს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ კვირას სტადიონზე მოვიდნენ, რადგან კარგი სანახაობა იქნება“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს Sky Sports.
ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში მეორე პოზიციაზე მყოფი „მანჩესტერ სიტი“ მეხუთეადგილოსან „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი





