მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელის ჰარი კეინის თქმით, კარიერის მანძილზე ყველაზე მეტად დაპირისპირება ჯონ ტერისთან და ჯორჯო კიელინისთან უჭირდა.
„საუკეთესო მცველები ვის წინააღმდეგაც მითამაშია ჯონ ტერი და ჯორჯო კიელინი არიან. ჯონი მოედანზე ძალიან ეშმაკი იყო და ის თავის ამპლუაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ტყუილუბრალოდ არ მიიჩნევა. იმავე შემიძლია ვთქვა კიელინინზე. ჩვენ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე შევხვედრივართ და ის თავის კორპუსს ყოველთვის კარგად იყენებდა“ – იუწყება ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტნის ნათქვამს Sportskeeda.
30 წლის კეინი მიმდინარე სეზონის წინ ლონდონის „ტოტენჰემიდან“ მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. მან გერმანული გრანდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 18 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





