შენგელიას “ვირტუსი” მიუნხენში დამარცხდა

0
52

ევროლიგის რეგულარული პირველობის მეთერთმეტე ტურში თორნიკე შენგელიას ბოლონიას “ვირტუსი” მიუნხენში “ბაიერნთან” დამარცხდა. ქართველი მძიმე ფორვარდის გუნდმა თამაში შესანიშნავად დაიწყო და პირველი მეოთხედი რვა ქულით მოიგო, თუმცა, შემდეგ ბავარიელებმა მეტოქეს აჯობეს და 90:76 გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანს კვლავ გამორჩეული თამაში ჰქონდა. თორნიკემ 34 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.
“ვირტუსი” 11 ტურის შემდეგ ევროლიგაში 7 მოგებით და 4 წაგებით მეოთხე ადგილზეა. ლუკა ბანკის გუნდი მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, “ბარსელონას” უმასპინძლებს.