ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც საქართველსო ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ვიცეკაპიტანი ჯაბა კანკავა გამოდიან, კონფერენს ლიგის ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა. სლოვაკებმა სტუმრად ფარერების „კლაკსვიკი“ მინიმალური სხვაობით დაამარცხეს. ბრატისლაველებს იოლი თამაში ნამდვილად არ ჰქონით და ბოლო წუთზე ქულების დაკარგვასაც გადაურჩნენ.
მატჩის მე-12 წუთზე მოედნის ცენტრიდან ფორენის პასის მერე, სტუმართა ხორვატ მცველ ბარჯიჩ უხერხულად მოხვდა ფეხი ბურთი, რომელიც მიკელსენ მიუვიდა და მეკარესთან პირპისპირ დარჩენილმა ფარერელმა ანგარი გახსნა – 1:0.
24-ე წუთზე სტრელეცმა მასპინძლების საჯარიმოში გახსნილი კუცკა მოძებნა, რომელამც მეკარისგან შორეულ კუთხეში ზუტად დაარტყა – 1:1. 62-ე წუთზე ჩავრიჩმა მეტოქის ნახევარზე მარცხენა ფლანგიდან შეუტია და „კლაკსვიკის“ ორ მოთამაშეს გაცდა, რის შემდეგ პასი კუცკას მისცა, რომელმაც დუბლი შეასრულა – 1:2.
კაშიამ და კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს.
„სლოვანს“ A ჯგუფში 10 ქულა აქვს და გაზაფხულზე 1/8-ფინალში მოსახვედრ პლეი-ოფში აუცილებლად ითამაშებს. თუმცა, ვლადიმირ ვაისის გუნდს 11 ქულის მქონე „ლანსის“ გასწრების და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსიც აქვს თუ ბოლო ტურში ყველაფერი „სლოვანის“ სასარგებლოდ წარიმართა. ამისთვის „სლოვანმა“ შინ ლუბლიანის „ოლიმპია“ უნდა დაამარცხოს, რომელსაც სტუმრად უკვე სძლია, ხოლო „ლილმა“ თავის მოედანზე ქულები „კლაკსვიკთან“ უნდა დაკარგოს. შეგახსენებთ, რომ ჯგუფში პირველი ადგილი პირდაპირ 1/8-ფინალში თამაშის გარანტიაა.
ლაშა თაბაგარი
მთავარი ნიუსი კაშია და კანკავა ჯგუფიდან გავიდნენ