გუგეშაშვილის გუნდის ქულა ნორვეგიაში

0
40

აგდამის „ყარაბაღმა“, რომელშიც ლუკა გუგეშაშვილი ირიცხება, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში უშუალო კონკურენტთან სტუმრად მნიშვნელოვანი ქულა აიღო.
აზერბაიჯანული გუნდი სტუმრად ნორვეგიის „მიოლდეს“ დაუპირისპირდა და ფრეს მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე მიაღწია. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე სათადარიგო იყო და არ უთამაშია.
„ყარაბაღი“ 7 ქულით H ჯგუფში მე-2 ადგილზეა და ამდენივე ქულით „მიოლდე“ მესამე. ჯგუფს 15 ქულით ლევერკუზენის „ბაიერი“ ლიდერობს. ბოლო ტურში „ყარაბაღი“ შვედეთის „ჰაკენს“ მასპინძლობს, ხოლო „მიოლდე“ სტუმრად „ლევერკუზენს“ ეთამაშება. „ყარაბაღი“ გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა და გაზაფხულზე 1/8-ფინალში მოსახვედრ პლეი-ოფში ითამაშებს. აზერბაიჯანელებს ფრეც ეყოფათ თუ „მიოლდე“ „ბაიერნთან“ წააგებს ან ქულას აიღებს.
ლაშა თაბაგარი