კიტეიშვილი გამოჯანმრთელდა ევროპა ლიგაში ითამაშა

0
20

ოთარ კიტეიშვილმა აქილევსის მყესის ტრავმა მოირჩინა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. მე-5 ტურში გრაცის „შტურმი“ შინ აუტსაიდერ პოლონეთის „რაკუვს“ შეხვდა და ჯგუფიდან გასვლის შანსის შესანარჩუნებლად გამარჯვება აუცილებლად ჭირდებოდა. თუმცა, გრაცელებმა 0:1 წააგეს და შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი „შტურმის“ სასტარტოში არ იყო და თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო. „რაკუვიდან“ ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე იებოამ გაიტანა. „შტურმს“ 4 ქულა აქვს და D ჯგუფში მესამე ადგილზეა – ლიდერი 11 ქულით ბერგამოს „ატალანტაა“, მეორე ადგილზე 8 ქულით ლისაბონის „სპორტინგია“, ხოლო „რაკუვი“ 4 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი