ანხელ დი მარია მშობლიურ კლუბში ბრუნდება

0
47

ლისაბონის „ბენფიკას“ გარემარბი ანხელ დი მარია სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას არგენტინის ჩემპიონატში განაგრძობს. გამოცემა Record-ის ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელი 2024 წლის ივლისში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა „როსარიო სენტრალში“, სადაც პროფესიონალურ კარიერას იწყებდა.
არგენტინის ეროვნულ მაკრებთან გასულ წელს კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მომგები დი მარია კარიერის განმავლობაში „ბენფიკას“ გარდა, „როსარიო სენტრალში“,  მადრიდის „რეალში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, „პარი სენ ჟერმენში“ და ტურინის „იუვენტუსში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი