დანიის „კოპენჰაგენს“, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის, ჩემპიონთა ლიგი 1/8-ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში „კოპემჰაგენი“ სტუმრად მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდა, რომელიც შემდეგ ეტაპზე უკვე გასულია და ბევრისთვის მოულოდნელად არ წააგო – 0:0. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ისევ მკურნალობ და ამიტომ, განაცხადში არ იყო.
ბოლო ტურში „კოპენჰაგენი“ „გალათასარიას“ მასპინძლობს, რომელიც თავის მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ორჯერ აგებდა და ქულა მაინც აიღო. დანიელები, რომლებიც 5 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე არიან, გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე უპირობოდ გადიან, მაგრამ ხოჭოლავას გუნდს შესაძლოა ფრეც ეყოს თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ გასვლაზე „ბაიერნთან“ წააგებს ან ფრეს ითამაშებს. A ჯგუფში „გალათასარაი“ 5 ქულით მეორეა, ხოლო „მანჩესტერი“ 4 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





