კვარაცხელია “სანტიაგო ბერნაბეუზე” დამარცხდა

0
49

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში “ნაპოლი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდა და საშინაო მატჩის მსგავსად ესპანურ გრანდთან ისევ უქულოდ დარჩა.
ვალტერ მაცარის გუნდისთვის შეხვედრის სტარტი ძალიან კარგი აღმოჩნდა. მე-9 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო, ჩვეულ სტილში მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოსკენ შეიწია და შორეულ ძელთაან გახსნილი დი ლორენცო მოძებნა, რომლის გადაცემის შემდეგ კარის წინ მდგომმა ჯოვანი სიმეონემ გაიტანა. “რეალის” პასუხმა არ დააყოვნა და მე-11 წუთზე საუცხოო სათამაშო ფორმაში მყოფმა როდრიგომ სტუმართა საჯარიმოში ერთი მცველის ჩამოცილების შემდეგ შორეულ “ცხრიანში” გაიტანა. 22-ე წუთზე ალაბამ უზუსტესი პასი გაუკეთა იტალიელთა საჯარიმოში გახსნილ ჯუდ ბელინგემს, რომელმაც თავური დარტყმით მასპინძლები დააწინაურა. ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ამ სეზონში “რესლის” მაისურით  ყველა ტურნირში ჩატარებულ 16 მატჩში თავი 15-ჯერ გამოიჩინა.
47-ე წუთზე “რეალის” საჯარიმოში მყოფ ანგისას თანაგუნდელის მისამართით პასი არ გამიუვიდა, მაგრამ მადრიდელი დანი სებალიოსის ფეხიდან ბურთი ისევ მას მიუვიდა და მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
84-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ნიკოლას პასმა მოწინააღმდეგის ნახევარზე ერთი ფეხბურთელი ჩამოიცილა და 25 მეტრიდან იტალიის ჩემპიონის კარი აიღო – ამ ეპიზოდში მეკარე მერეტი შეცდა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ბელინგემმა გარე ტერფით საუცხოო პასი მისცა სტუმართა კარის შორეულ ძელთან გასხნილ ხოსელუს, რომელმაც საბოლოო წერტილი დასვა.
კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო  “ნაპოლი” 7 ქულით C ჯგუფში მეორე ადგილზეა – “რეალი” 15 ქულით პირველია. ნეაპოლელები ბოლო ტურში პორტუგალიის “ბრაგას” მასპინძლობენ, რომელიც შინ ბერლინის “უნიონს” დაუზავდა. კვარაცხელიას გუნდს 1/8-ფინალში გასასვლელად ფრეც ჰყოფნის.
ლაშა თაბაგარი