ბელინგემი ჩემპიონთა ლიგაში „რეალის“ რეკორდსმენია

0
51

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში მადრიდის „რეალმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და 4:2 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ინგლისელი ჯუდ ბელინგემი დაასახელეს, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. ბელინგემი ჩემპიონთა ლიგაში მადრიდული კლუბის რეკორდსმენი გახდა, რადგან პირველია, რომელმაც ამ ტურნირზე თავის საწყის ოთხივე მატჩში გოლი გაიტანა.
20 წლის ბელინგემი პირველი ინგლისელია, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 10 გოლი მანამდე გაიტანა, ვიდრე 21 წლის შესრულდა.
ის ტურნირის ისტორიაში მეოთხე მოთამაშეა, რომელმაც 10 ან მეტი ბურთი შეაგდო, ვიდრე 21 წლის შესრულდებოდა – ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი (20), ფრანგი კილიან მბაპე (19) და ქარიმ ბენზემა (12).
ლაშა თაბაგარი