საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 77-ეა

0
8

ფიფა/კოკა-კოლას ნოემბრის თვის რეიტინგში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების პოზიცია ოქტომბერთან შედარებით პოზიციით გაუარედა. ფრანგი ვილი სანიოლის გუნდი განახლებულ რეიტინგში 77-ე ადგილზეა.
რეიტინგს მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა ლიდერობს, მეორე ადგილზე ვიცეჩემპიონი საფრანგეთია, მესამეზე კი – ინგლისი, რომელმაც ბრაზილია ჩაანაცვლა. მეოთხე ადგილზე ბელგიაა, ხოლო ბრაზილია მხოლოდ მეხუთეა.
საქართველოს ნაკრები მომავალი წლის მარტში ევრო 2024-ზე მოსახვედრი პლეი-ოფის ნახევარფინალში თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ლუქსემბურგს შეხვდება, ხოლო ფინალში გასვლის შემთხვევაში იმავე არენაზე საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი