ნამანგანის „ნავბახორი“, რომელშიც თომა ტაბატაძე გამოდის, აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში შინ ნეიმარის „ალ ჰილალთან“ დამარცხდა.
მართალია, განვლილ მატჩში ტრავმის გამო საუდის არაბეთის გუნდს ტრავმის გამო ბრაზილიელი ვარსკვლავი აკლდა, სახლში სამი ქულით წასვლა არ გაჭირვებია. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს. პირველი ტაიმის უგოლოდ დასრულების შემდეგ, სტუმრებიდან 68-ე წუთზე ბრაზილიელმა მალკომმა გახსნა, ხოლო 85-ე წუთზე მეორე გოლი საალემ ალ დოსარმა გაიტანა.
ჟორჟე ჟესუსის გაწვრთნილი „ალ ჰილალი“ 13 ქულით 1/8-ფინალში გავიდა, ხოლო „ნავბახორი“ 10 ქულით D ჯგუფში მეორე ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსისთვის იბრძვის. ბოლო ტურში „ნავბახორი“ სტუმრად ინდოეთის „მუმბაი სიტის“ შეხვდება.
ლაშა თაბაგარი





