აზაროვმა და გოჩოლეიშვილმა “ანტვერპენთან” მოიგეს

0
44

დონეცკის “შახტარმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. მე-5 ტურში უკრაინის ჩემპიონმა ჰამბურგში ბელგიის “ანტვერპენი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით აჯობა. დონეცკელთა შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენაფლანგელმა გიორგი გოჩლეიშვილმა და მარცხენაფლანგელმა ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშეს.
მატჩის დასაწყისში “შახტარის” მეკარესთან პირისპირ სტუმართა ფორვარდი იანსენი რჩებოდა, რომელსაც აზაროვი ფეხებში დროულად ჩაუვარდა და არ დაარტყმევინა. მე-12 წუთზე ზუბკოვმა ჯარიმის შესრულების დროს ბურთი “ანტვერპენის” საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა მატვიენკომ ვარდნაში თავით გაიტანა – 1:0.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში აზაროვი შეტევაში ჩაერთო და ბელგიელთა საჯარიმოს თითქმის ხაზიდან ძლიერად დაარტყა – ბუტესის ხელიდან ბურთი ზედა ძელს მოხვდა. 63-ე წუთზე უკვე სტეპანენკომ გაისროლა დაახლოებით 24 მეტრიდან და ბუტესმა ისევ მოახერხა რეაგირება ბურთზე, რომელიც კვლავ ხარიხამ აისხლიტა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში ზუბკოვმა კარგი პასით ბონდარენკო მეკარესსთან პირისპირ გაიყვანა – უკრაინელი ბუტესს გაცდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან მცველმა გამოიტანა. საპასუხო შეხვედრაში კარის ახლოდან მარცხენა მახვილი კუთხიდან იანსენის დარტყმული “შახტარის” მეკარემ გაანეიტრალა. “შახტას” 9 ქულა აქვა ა ბოლო ტურში სტუმრად პორტუგალიის “პორტუს” შეხვდება.
ლაშა თაბაგარი