ჰოლანდის რეკორდი ჩემპიონთა ლიგაში

0
52

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ლაიფციგს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი 0:2 წააგო, საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვა. განვლილ მატჩში მანჩესტერელებიდან ერთი გოლი ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა.
ჰოლანდმა კარიერაში ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 35 შეხვედრაში თავი 40-ჯერ გამოიჩინა. მან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 40 გოლი ყველაზე სწრაფად გაიტანა. გარდა ამისა, ნორვეგიელმა ფეხბურთელმა კილიან მბაპეს რეკორდი გააუმჯობესა და ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც ამ ტურნირში მეტოქეთა კარი 40-ჯერ აიღო.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ჰოლანდმა ყველა ტურნირში 20-ჯერ ითამაშა და 19 გოლი გაიტანა, პლუს 4 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი