ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ ტრავმის გამო ვერ ითამაშა

0
9

გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის პრემიერშიფის მე-18 ტურში „უოტფორდში“ ევრ ითამაშა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველს საზარდულის ტრავმა აქვს.
„უოტფორდმა“ „ნორვიჩს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა, ხოლო ჩაკვეტაძე განაცხადში არ იყო.
24 წლის ქართველმა მიმდინარე სეზონში „უოტფორდში“ 14-ჯერ ითამაშა და სასტარტო შემადგენლობაში 2-ჯერ ითამაშა.
„უოტფორდს“ 24 ქულა აქვს და 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი