ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში „ბარსელონამ“ შინ „პორტუ“ 2:1 დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა. მატჩის 30-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში პეპე აკინომ გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო 32-ე წუთზე ჟოაუ კანსელუმ გაიტანა. 57-ე წუთზე პორტუგალიელთა კარი ჟოაუ ფელიქსმა აიღო.
ლიონელ მესის წასვლის შემდეგ „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველად გავიდა. არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ესპანური გრანდი 2021 წელს დატოვა. 2021-2022 წლების სეზონში „ბარსელონამ“ ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო 2022-2023 წლების სეზონში კატალონიელებმა ჯგუფში ასევე მესამე პოზიცია დაიკავეს.
„ბარსელონამ“ 12 ქულა დააგროვა და H ჯგუფში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





